"რეალურად, ჩვენ არაფერი დაგვვიწყებია და სამუშაოებიც ხელახლა არ ტარდება, - ამის შესახებ BM.GE-ის ჭავჭავაძის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია „ჯეო გრუპის“ სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელმა გიორგი თავართქილაძემ განუცხადა.
საქმე იმაშია, რომ დღეს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გამოაქვყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ თბილისის მერიას, სავარაუდოდ, ჭავჭავაძის გამზირზე ჭების დაერთება დაავიწყდა და დაგებული ასფალტი ხელახლა აყარეს, რაზეც მოგვიანებით კომენტარი გააკეთეს თბილისის მერიაშიც."არანაირი მილების ჩადება ჭავჭავაძის გამზირზე არ დაგვვიწყებია", - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.
თავის მხრივ, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, ჭავჭავაძის გამზირზე დღეს განახლებული სამუშაოები გეგმის ნაწილია და ის კომპანიის ინიციატივით დედაქალაქის მერიასთან წინასწარ იყო შეთანხმებული.
„სამშენებლო ნორმებით და სტანდარტებით ყოველთვის გათვალისწინებულია, რომ ნიშნულზე მოყვანა ხდება ბოლო ფენის დაგების შემდეგ. ამ შემთხვევაში გადაწყდა, რომ ბოლო - ასფალტის ფენის დაგება ცოტა მოგვიანებით განხორციელებულიყო ანუ ქვედა ფენის დაგების შემდგომ. საქმე იმაშია, რომ ის პარალელური სამუშაოები, რაც მიმდინარეობდა - ტროტუარების მოწყობა, კაბელ-არხების მიწის ქვეშ ჩატანა, ნაგვის ბუნკერების ტროტუარებში ჩადება - დააზიანებდა ასფალტის ზედა ფენას, რომელიც არ გახლავთ კონსტრუქციული და არის საცვეთი ფენა, ის გაცილებით მსუბუქია და არ არის დიდი ფენა, რომელიც ძირითად დატვირთვებს უძლებს. აქედან გამომდინარე, ზედა ფენის დაზიანება რომ არ მომხდარიყო, გადავწყვიტეთ, მერიისთვის მიგვეცა რეკომენდაცია, რომ საწყის ეტაპზე ქვედა ფენის სრულად დაგება მოხდებოდა და როცა პარალელური სამუშაოები დასრულდებოდა, შემდგომ დაგვეგო ზედა ფენები, რაც გაითვალისწინეს.
ამასთანავე, ჭები რომ მაშინვე ამოგვეწია, ყველა ჭა ქვედა ფენიდან 5 სმ-ით ამოწეული იქნებოდა, რაც გადაადგილებას შეუძლებელს გახდიდა და შესაძლოა, ამას მანქანები დაეზიანებინა, რაც იყო გაუმართლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ ასე გვემოქმედა. ახლა უკვე, როდესაც ყველა პარალელური სამუშაო დასრულდა, ვიწყებთ მზადებას ზედა ფენების დაგებისთვის და ხდება ჭების ამოწევა ნიშნულზე. ეს არის იმ სამუშაოების შესრულება, რომელიც თავიდანვე განსაზღვრული იყო.
სამუშაოები სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს და დაახლოებით, თვენახევარი გაგრძელდება. მაქსიმუმ ივლისის შუა რიცხვებისთვის ყველა სამუშაო დასრულებული იქნება“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა