მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს - ნათია თურნავა

6107ba385a9a6
ინგა მურუსიძე
02.08.21 13:24
514
არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციას, რომელიც თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„შეგრძნებების და სტატისტიკის დონეზე ვხედავთ, რომ საქართველო კვლავაც რჩება ტურისტულად ერთ-ერთ მიმზიდველ ბაზრად. ძალიან ბევრი ტურისტია სხვადსახვა ქალაქში, სასტუმროების დატვირთულობა არის 70-80%, რაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ლარის სიმყარე ერთ-ერთი ასეთი ირიბი ინდიკატორია, რომ ტურიზმი მართლაც ცოცხლდება, ვითარდება და მისი აღდგენა ხდება.

რაც შეეხება სამოგზაურო შეზღუდვებს, თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გადაამოწმებთ, ეს უკავშირდება პანდემიას. გარდა ამისა, მათი გაფრთხილება ტრადიციულად უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებსაც, რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ ქვეყანას, საქართველო კვლავ რჩება სტუმართმოყვარე და მშვიდობიან ქვეყნად, ასეც განგვიხილავენ ტურისტები, ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები არ გამოირიცხება არც საქართველოში და არც ევროპის ქვეყნებში. მთავარია დროული რეაგირება მომხდარზე და ასეც ხდება. არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს, ეს ასეც იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

აქვე მინისტრი გამოეხმაურა თბილისში, მთაწმინდაზე გარდაცვლილი ტურისტის საკითხს და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი საფრთხეები, რომლებიც ერთეულია, მინიმუმამდე დავიყვანოთ. თუმცა ფაქტია, რომ ხდება, ფაქტია, რომ სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო კვლავაც მასპინძლობდეს ათასობით ტურისტს. თუნდაც ერთეული შემთხვევები ჩვენ დარტყმას გვაყენებს, რადგან გვინდა იდეალურები ვიყოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.