თითქმის კვირა არ გავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყანაში უაქციზო თამბაქოს შემოტანის შემთხვევები არ გამოავლინოს. მსგავსი ფაქტები განსაკუთრებით ხშირია სამეგრელოს რეგიონში, სადაც უაქციზო საქონელი ე.წ ოკუპირებული აფხაზეთიდან ხვდება. მსგავსი ფაქტი რეგიონში გუშინაც დაფიქსირდა და დღესაც.
თამბაქოს ინდუსტრია ამბობს, რომ ალელეგალურად ქვეყანაში თამბაქოს შემოდინების მთავარი მოტივატორი დღეს მოქმედი სააქციზო პოლიტიკაა, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით თამბაქოზე ფასის დიდ სხვაობას იძლევა.
ფინანსთა სამინისტრო კი ამბობს, რომ არალეგალურად თამბაქოს შემოდინების რისკები მართვადია და ადმინისტრირების გაუმჯობესებით აღნიშნული არალეგალურად შემოსული ნაწარმი მნიშვნელოვნად მცირდება.
ამ განცხადების საპირისპირო ტენდენციას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა. BM.GE-ის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბოლო წლებში საზღვარზე უკანონოდ თამბაქოს შემოტანის ფაქტებს იმდენად მზარდი ტენდენცია აქვს, რომ 2018 წლის წლის ჯამურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა მიმდინარე წლის 18 ივლისამდე გამოვლენილმა შემთხვევებმა.
„საზღვრის კვეთისას 2018 წელს გამოვლინდა არადეკლარირებული სიგარეტის 283 ფაქტი, 2019 წელს-1306 ფაქტი და 2020 წელს ( 18 ივნისის მონაცემებით)-341 ფაქტი“.
გაზრდილია ზოგადად თამბაქოსთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობაც. შემოსავლების სამსახურის ცნობით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს იდენტიფიცირებულ 107 საქმეზე.
„2018 წელს გამოვლენილია სამართალდარღვევის 808 ფაქტი, საიდანაც 56 ფაქტი გამოვლენილია არაიდენტიფიცირებულ პირთა მიმართ, ხოლო 25 ფაქტზე საქმის მასალები გადაგზავნილია საგამოძიებო სამსახურში.
2019 წელს გამოვლენილია სამართალდარღვევის 1375 ფაქტი, საიდანაც 48 ფაქტი გამოვლენილია არაიდენტიფიცირებულ პირთა მიმართ, ხოლო 58 ფაქტზე საქმის მასალები გადმოგზავნილია საგამოძიებო სამსახურში.
2020 წელს გამოვლენილია სამართალდარღვევის 736 ფაქტი, საიდანაც 128 ფაქტი გამოვლენილია არაიდენტიფიცირებულ პირთა მიმართ, ხოლო 24 ფაქტზე საქმის მასალები გადაგზავნილია საგამოძიებო სამსახურში.
2020 წელს, ასევე გამოვლენილია 250 სამართალდარღვევის ფაქტი ასაწონ თამბაქოსთან მიმართებით, საიდანაც 30 ფაქტზე საქმის მასალები გადაგზავნილია საგამოძიებო სამსახურში“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი