მსოფლიოს უმსხვილესი ენერგოკომპანია Saudi Aramco წელს რეკორდულ მოგებაზეა - საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის მკვეთრად გაძვირების ფონზე, არაბული ენერგოგიგანტის შემოსავლები და მოგება მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ით გაიზარდა.
გასათვალისწინებელია, რომ შემოსავლების ზრდის უჩვეულოდ მაღალი ტემპი დაბალი საბაზო ეფექტითაა განპირობებული - გასული წლის მესამე კვარტალში ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 70 დოლარის ფარგლებში იყო, ამჟამად კი ის თითქმის 100 დოლარს აღწევს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ რუსეთის მხრიდან მიწოდების შემცირების ფონზე, Saudi Aramco ნავთობის წარმოებას ზრდის - სარეალიზაციო პროდუქციის მოცულობისა და ფასების ზრდა კი კომპანიის შემოსავლიანობაზე უაღრესად დადებითად აისახება.
ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ 145 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, აქედან 41 მილიარდი დოლარი კი წმინდა მოგება იყო.
Saudi Aramco-ს შემოსავლების ზრდა, ბუნებრივია, დადებითად აისახება საუდის არაბეთის ეკონომიკაზე. III კვარტალში ქვეყნის მშპ-ის მოცულობა წლიურ ჭრილში 8.6%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირაა კავშირში ენერგორესურსების რეალიზაციით მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებთან.
Aramco-ს გენერალური დირექტორის ამინ ნასერის განცხადებით, ნავთობზე მაღალი მოთხოვნა ათწლეულის ბოლომდე შენარჩუნდება, უახლოეს მომავალში კი კომპანია შემოსავლების ზრდას პროგნოზირებს.
აღსანიშნავია, რომ Saudi Aramco მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს და მას $2.2 ტრილიონით მხოლოდ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple უსწრებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი