რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ ბოროტი განზრახვები არ აქვს და ყველა უერთიერთობის ნორმალიზებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ბორან „მარშალ როკოსოვსკიზე“ სახელმწიფო დროშის აღმართვის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელშიც მონაწილეობას ვიდეოკონფერენციის ფორმატში იღებდა.
„ყოველთვის ამაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბოროტი ზრახვები მეზობლებთან მიმართებით. მათაც ვურჩევდი არ გაამწვავონ მდგომარეობა, არ შემოიღონ რაიმე სახის შეზღუდვები, ჩვენ ყველა ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას და მომავალშიც შევასრულებთ.
მდგომარეობის ესკალაციის ან ურთიერთობების გაუარესების ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავთ. ჩვენი ყველა ქმედება, თუ ისინი მაინც წარმოიქმნება, რუსეთის ფედერაციასთას მიმართებით არამეგობრულ ქმედებებზე საპასუხოდ წარმოიქმნება.
ვფიქრობ, ყველა უნდა დაფიქრდეს ურთიერთობების ნორმალიზებასა და ურთიერთობების განვითარებაზე“, - განაცხადა პუტინმა.