მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არანაირი დაპირისპირება არ არსებობს“ - ამირან გამყრელიძე პრემიერთან ურთიერთობაზე

620b6b4d245c9
ვიქტორია მღებრიშვილი
15.02.22 13:10
763
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან არანაირი დაპირისპირება არ აქვს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრემიერსა და NCDC-ის ხელმძღვანელს შორის შესაძლო დაპირისპირებას შეეხებოდა.

მისი თქმით, ის ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელმძღვანელია, თუმცა საკმაოდ დიდი კარიერული გამოცდილება აქვს და ყველასთან სუბორდინაციას იცავს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პირველი პირია. მე ვარ ერთი ინსტიტუტის დირექტორი. შეიძლება კოვიდ-პანდემიის დროს ამ ინსტიტუტს აქვს დიდი დატვირთვა, მაგრამ ერთი ინსტიტუციაა. გიდასტურებთ რომ არავითარი... და რანაირად შეიძლება პრემიერსა და ინტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება... მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, რომ დაპირისპირებაში შევიდე ვინმესთან, მით უმეტეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საკმაოდ ხანგრძლივი კარიერული ისტორია მაქვს, სხვათა შორის ამაზე დიდ პოსტზე ვარ ნამუშევარი, ამიტომ არ მგონია ეს სერიოზული განსჯის საგანი იყოს. ძალიან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, კოლეგიალური, საბჭოს ფარგლებში და ყოველთვის ყველასთან სუბორდინაციას ვიცავ, ამიტომ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.