მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არარელევანტური იქნება, გავზარდოთ ვაქცინაციის წამახალისებელი ფინანსური დანამატი - მინისტრი

624c0ad3aadb9
მარიამ ვარადაშვილი
05.04.22 13:39
902
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით ამ ეტაპზე ფინანსური დანამატის ზრდა არ იგეგმება. საუბარია ფინანსური წახალისების მექანიზმებზე, რომელსაც 50 წელს და ზემოთ პირები Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სანაცვლოდ იღებენ.

“მონეტარული წახალისება კიდევ გაგრძელებული გაქვს და ვფიქრობთ, რომ ამ ფორმატით ის საკმაოდ ეფექტიანია. როგორც მახსოვს, აპრილის ბოლომდე გვაქვს გაგრძელებული და შემდეგ ისევ განვიხილავთ მის გაგრძელებას. ვფიქრობ, ფინანსური დაინტერესება საკმაოდ დიდია, 100 და 200 ლარი. არარელევანტური იქნება რომ ეს მოცულობა გავზარდოთ”,-აცხადებს აზარაშვილი.

მისივე თქმით, მთავრობა საკომუნიკაციო ღონისძიებების გააუქტიურებას გეგმავს, რაც გულისხმობს რეკლამებსა და ბილბორდების განთავსებას. სახელმწიფოს ფინანსური წახალისების მიუხედავად, საქართველოში დღეის მდგომარეობით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 44%-მდეა ორივე დოზით აცრილი. გასულ წელს მთავრობამ ვერ შეასრულა ვაქცინააცის გეგმა, რაც მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობდა.