მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ზრდამ, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით იკლო - TBC Capital

61a12652630c0
თამთა ჯიჯავაძე
27.11.21 00:45
719
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ზრდამ, თიბისი ბანკის არხებით, მცირედით იკლო. ამის შესახებ TBC Capital-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, 17-23 ნოემბრის პერიოდში, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, თიბისი ბანკის არხებით, 15%-ით გაიზარდა, 2019 წელთან შედარებით.

ამას გარდა, აღსანიშნავია რომ 17-23 ნოემბრის პერიოდში, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯების ზრდა 136%-ს გაუტოლდა, 2019 წელთან შედარებით (+38% წ/წ). ასევე უნაღდო დანახარჯების ზრდამ კატეგორიებზე სურსათისა და ფარმაციის გამოკლებით 75% შეადგინა, 2019 წელთან
შედარებით, (+35% წ/წ).

რაც შეეხება სასტუმროებში გადახდებს, 17-23 ნოემბრის პერიოდში, სასტუმროებში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯებში სტაბილური ზრდა შენარჩუნდა და 23%-ს გაუტოლდა, 2019 წელთან შედარებით. ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯების ზრდა შემცირდა და 56%-ს გაუტოლდა, 2019 წელთან შედარებით.

გარდა ამისა, 17-23 ნოემბრის პერიოდში, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 41% შეადგინა, 2019 წელთან შედარებით. გართობაზე უნაღდო ხარჯვის ზრდა კვლავ უარყოფით ნიშნულზეა და -29%-ს უტოლდება, 2019 წელთან შედარებით.

17-23 ნოემბრის პერიოდში, ფიტნესზე კი უნაღდო დანახარჯების ცვლილებამ 13% შეადგინა, 2019 წელთან შედარებით. ამავე პერიოდში, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა მცირედით შემცირდა და 65%-ს გაუტოლდა, 2019 წელთან შედარებით.

ასევე:

• ავეჯსა და მოწყობილობებზე უნაღდო ხარჯვა გაორმაგდა, 2019 წელთან შედარებით.
• ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 81%-ს გაუტოლდა, 2019 წელთან შედარებით.
• პირად ჰიგიენაზე უნაღდო ხარჯვა გაორმაგდა, 2019 წელთან შედარებით. სხვა სამომხმარებლო საქონელზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 60% შეადგინა.
• 17-23 ნოემბრის პერიოდში, მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა შემცირდა და 69%-ს გაუტოლდა, 2019 წელთან შედარებით.
• საწვავსა და ტრანსპორტზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 42% შეადგინა, 2019 წელთან შედარებით
• 17-23 ნოემბრის პერიოდში, ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ 78% შეადგინა, 2019 წელთან შედარებით.
• სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა, 2019 წელთან შედარებით, 89%-ს გაუტოლდა.