მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 1 დეკემბრისათვის 33.59 მლრდ ლარი შეადგინა - სებ-ი

5fea2223d7b50
BM.GE
28.12.20 22:38
580
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი დეკემბრისათვის 33.59 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით, ანუ 4.05%-ით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.21%-ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 914.63 მლნ ლარით გაიზარდა, ანუ 6.00%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.28%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 393.41 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.37%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 38.03 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.28 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.96 პროცენტული პუნქტით).
ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.27% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.28%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.24%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.52%, ხოლო ევროს წილმა 14.05% შეადგინა.