მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასაკმარისია მხოლოდ IPO-ზე ორიენტირება - გიორგი ფარესიშვილი ბირჟის პრობლემებზე საუბრობს

631c80d786755
შოთა ტყეშელაშვილი
10.09.22 17:30
575
საქართველოს საფონდო ბირჟის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამჟამად უზბეკეთის რესპუბლიკის საფონდო ბირჟის დირექტორმა, გიორგი ფარესიშვილმა გადაცემა “რედაქტორის” ეთერში საქართველოში კაპიტალის ბაზრის გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ IPO-ზე ორიენტირება, რადგანაც თუკი აქტიური მეორადი ბაზარი არ იქნა, რომელზეც სხვადასხვა პირები აქციებით ივაჭრებენ, მაშინ ბაზარი ვერ განვითარდება.

“უდიდესი მნიშვნელობა აქვს აქციების მეორად ბაზარს და მის ლიკვიდობას. ორიენტირება მხოლოდ IPO-ზე და განთავსებაზე არის არასაკმარისი, რეალურად ეს არის დასაწყისი და უნდა ისწავლონ კომპანიებმა როგორც საჯარო კომპანიებმა ასე არსებობა. ინვესტორები აქ სამუდამოდ არ შემოდიან და ინვესტიციას სამუდამოდ არ დებენ, თუკი შეიძინეს IPO-ზე აქციები და მეორადი ბაზარი არ არის, ის ვერ გაყიდის თავის ინვესტიციას, თუკი მყიდველი არ იქნება ან იმდენად ცოტა მყიდველი იქნება, რომ ძალიან დიდი ფასდაკლებით მოუწევს გაყიდვა, რადგან სხვანაირად მყიდველი არაა, ამიტომ ისინი ძალიან სერიოზულად დაფიქრდებიან საერთოდ უღირთ თუ არა ამ აქციის ყიდვა.

ინვესტორებთან მიმართებით მეორე პრობლემაც არის. როდესაც აქციები ნაყიდი აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში, ყოველდღიურად აფასებენ საკუთარი პორტფელის ფასს რეალურ დროში. როდესაც არ იყიდება აქცია, ძალიან რთულია განსაზღვრო ფასი. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ თბილისში არცერთი ბინა არ იყიდება, როგორ უნდა მიხვდეს ვინმე რა ღირს ბინა საბურთალოზე, ვაკეში თუ ვარკეთილში, თუკი არცერთი ტრანზაქცია არ იდებდა და არსად არ ჩანს ფასი.

იგივე მდგომარეობაა აქციებზე არალიკვიდურ ბაზარზე. თუ გარიგებები არ იდება, შეუძლებელია დანამდვილებით თქვას ვინმემ, რა არის ფასი,”- განაცხადა გიორგი ფარესიშვილმა.