მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასტანდარტულ ვაშლზე 22 თეთრი ნორმალური ფასია - ფერმერი

5f3519d4a02b2
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.20 15:46
1344
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს კომპანიების რომლებიც არასტანდარტულ ვაშლს მინიმუმ 22 თეთრად ჩაიბარებენ, სახელმწიფოსგან 10 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ.

BM.GE დაინტერესდა როგორ აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას ფერმერები და რა შეღავათს მიიღებენ ამით ისინი.

კოოპერატივი „ქართული ხილის კომპანია“, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში 10 ჰა-ზე გაშენებულ 6-7 სახეობის ვაშლის ბაღებს ფლობს და მასში 6 ფერმერია გაწევრიანებული, წელს 100 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კოოპერატივის წარმომადგენელი გურამ კვიწინაძე აღნიშნავს, 100 ტონიდან არასტანდარტული ვაშლი შეიძლება 10-20 ტონა იყოს.

ის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

„კარგ ვაშლს გასაყიდად ადგილობრივ ბაზარზე გავიტანთ ალბათ, რაც შეეხება არასტანდარტულს ჩავაბარებთ კომპანიებს თუ, რა თქმა უნდა, ისეთ ფასად ჩაიბარებენ, რომ ჩვენ გვიღირდეს. კომპანიას რომ აძლევენ სუბსიდირებას, ის რამდენს მომცემს მთავარი ეგ არის“, - ამბობს ფერმერი.

მისი თქმით, წინა წლებში არასტანდარტულ ვაშლს არც კრეფდნენ, რადგან ჩაბარების ფასი იმდენად დაბალი იყო რომ ხარჯებს ვერ ფარავდა.

„უხარისხო ვაშლზე 22 თეთრი ნორმალური ფასია, რადგან წინა წლებში 8-15 თეთრად იბარებდნენ კომპანიები და ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის ეს ფასი ზოგჯერ 7-8 თეთრი იყო, რაც ვაშლის მოკრეფისა და გამოტანის ხარჯებსაც არ ფარავდა, ამიტომ არც ვკრეფდით ხოლმე“, - განაცხადა კოოპერატივის წარმომადგენელმა.