18.სექტემბერი .2022 12:46

არასტანდარტული ვაშლის პროგრამით სუბსიდია უკვე 2,000 ტონა ვაშლზე გაიცა

არასტანდარტული ვაშლის პროგრამით სუბსიდია უკვე 2,000 ტონა ვაშლზე გაიცა
views 489
უკან

მთავრობამ 29 აგვისტოს არასტანდარტული ვაშლის მოსავლის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. პროექტის ბიუჯეტია 4 მილიონი ლარი და მის ფარგლებში ფერმერები არასტანდარტული ანუ სამრეწველო ვაშლის ჩაბარებისთვის სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. 

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე ჩაბარებულია 2,000 ტონა ვაშლი.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

წელს არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების სავარაუდო მოცულობა 40 - 50 ათასი ტონაა.