მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასწორად აღრიცხული ფინანსები ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეუწყებებში - აუდიტის უარყოფითი დასკვნა

5db42bfbbcc8e
სალომე მეცხვარიშვილი
26.10.19 15:11
1044
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

აუდიტის სამსახურს უარყოფითი მოსაზრება აქვს ჩატარებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.

სამსახური მიუთითებს, რომ წარმოდგენილი კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება სამართლიანად არ ასახავს სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ მდგომარეობას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რამდენადაც რიგ შემთხვევებში მონაცემები სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულელების მხრიდან არასწორად არის აღრიცხული.

აუდიტის სამსახური სხადასხვა ნაკლოვანებებზე მიუთითებს და დარღვევებზე საუბრობს თითქმის ყველა მიმართულებით: სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივები, სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები, ვადაგადაცილებული მოთხოვნები, ძირითადი აქტივები და ა.შ.

გთავაზობთ რამდენიმე პრობლემურ საკითხს, რომელზეც აუდიტის სახელმწიფო სამსახური ვრცლად საუბრობს დასკვნაში:

- მუნიციპალური ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში საგადასახადო აქტივი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 1,121,974 ლარს, 4 ხოლო ორგანიზაციის საგადასახადო ბარათზე ჯამური დადებითი სალდო შეადგენს 3,940,385 ლარს. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავრწმუნდით „სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში ასახული თანხის სისწორეში.

- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში ქ. ფოთში განახორციელა კანალიზაციის სატუმბი სადგურებისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომლის საფუძველს წარმოადგენს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული პროექტის საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებებით ქ. ფოთის მუნიციპალიტეტს ფონდის მიმართ წარმოეშვა სასესხო დავალიანება, რომლის ნაშთი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 4,057,004 ლარს და წარმოადგენს ვადაგადაცილებულ მოთხოვნას. სესხის გადახდაზე მუნიციპალიტეტმა უარი განაცხადა, ვინაიდან პროექტის შედეგად მიღებული აქტივი მთავრობის განკარგულებით გადაეცა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, რომლის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალიტეტი აღარ არის აქტივის განმკარგავი.

აღსანიშნავია, რომ ფონდის შემოსავლები და მის მიერ სხვა პროექტების განხორციელება დამოკიდებულია მუნიციპალიტეტების მიერ საინვესტიციო ხელშეკრულებებით აღებული სასესხო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებაზე. აღნიშნულ საკითხზე აზიის განვითარების ბანკის პროექტების ადგილობრივი მმართველისგან ფონდს მიღებული აქვს არაერთი გაფრთხილება, რათა საკითხი დროულად გადაწყდეს და მუნიციპალიტეტმა უპირობოდ შეასრულოს ფონდის წინაშე სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკითხი დღემდე მოუგვარებელია. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ შესაფერისი მტკიცებულებები ვადაგადაცილებული მოთხოვნის მისაღებად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. შესაბამისად, ვერ გამოვთქვამთ მოსაზრებას, რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული თანხები აქტივად აღიარების კრიტერიუმებს

− მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადააფასა გაცემული ავანსები, რაც აღრიცხვის ინსტრუქციის დარღვევას წარმოადგენს. 18 გადაფასების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 635,154 ლარი, ხოლო ზარალმა − 1,241,545 ლარი. ასევე: ფონდის მიერ მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში გადაფასებულია მუნიციპალიტეტებზე დასარიცხი გრძელვადიანი სასესხო მოთხოვნა. აღნიშნული სესხი მუნიციპალიტეტებზე გაცემულია ლარში, შესაბამისად, 3,095,447 ლარით გაზრდილია არასაოპერაციო ხარჯების ანგარიში. შესაბამისად, 2018 წლის 31 დეკემბრის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N4-ში „კურსთაშორისი სხვაობით მიღებული შემოსავალი“ არასწორად არის გაზრდილი 635,154 ლარით, ხოლო „კურსთაშორისი სხვაობით მიღებული ზარალი“ არასწორად არის გაზრდილი 4,336,992 ლარით.

 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აღრიცხული აქვს
სს „საგზაო კომპანია თბილისის“ მიმართ დებიტორული დავალიანება 5,136,599
ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს 2015 წლის 30 იანვრის გაცემულ
ავანსს. აღნიშნულ ვადაგადაცილებულ დავალიანებასთან დაკავშირებით
მიმდინარეობს სასამართლო დავა.