28.თებერვალი .2022 14:11

არასწორად დარიცხული ელენერგიის გადასახადი, ჯამში, ₾0.5 მლნ მოქალაქეებს დაუბრუნდა - სემეკი

არასწორად დარიცხული ელენერგიის გადასახადი, ჯამში, ₾0.5 მლნ მოქალაქეებს დაუბრუნდა - სემეკი
views 319
უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) საქმიანობების შემოწმება დაასრულა. შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა სს „თელასში“, რომლებმაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა. სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა.

სემეკ-ის დასკვნაში ასევე წერია, რომ გასული წლის დეკემბერსა და იანვარში განხორციელებული ელექტროენერგიის არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდათ.

სემეკის რეგულაციების საფუძველზე განხორციელებული კორექტირების შედეგად, მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე დაბრუნებული თანხების ჯამმა 569 605 ლარი შეადგინა. კორექტირების პროცესი არ არის დასრულებული და მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე თანხების დაბრუნება გრძელდება, შემოწმების ჯგუფის მიერ იდეტიფიცირებულია დამატებით 8254 მომხმარებელი, რომელთა მრიცხველების წაკითხვის პროცესში ხარვეზები გამოვლინდა.

ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის საფუძველზე სემეკმა სს „თელასისა“ და შპს „თელმიკოს“ საქმიანობის ადგილზე შემოწმება 3 თებერვალს დაიწყო. სპეციალური ჯგუფის მიერ გადამოწმდა 657 637 აბონენტზე 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში განხორციელებული დარიცხვები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა