24.იანვარი .2023 16:49

არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადა, შესაძლოა, დაგრძელდეს

არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადა, შესაძლოა, დაგრძელდეს
views 913
უკან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სამომხმარებლო კრედიტების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას არ გამორიცხა, რომ ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა გაიზარდოს. სებ-მა სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 2022 წლის აგვისტოში შეამცირა. წარსულში ბანკებს მაქსიმუმ 4 წლის ვადიანობის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების გაცემა შეეძლოთ, თუმცა გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ სამომხმარებლო დაკრედიტება განსაკუთრებულად მაღალი ტემპით იზრდებოდა და ამ ტემპის შესამცირებლად სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა 4-დან 3 წლამდე შეამცირა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკი არსებულ შედეგებს შეაჯამებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.

“როდესაც ამოიწურება ეს პერიოდი, რომლითაც მივიღეთ, ეროვნული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას. ერთი წლით იყო სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შემცირებული. როდესაც გავა ერთწლიანი პერიოდი, მოხდება ანალიზი და იმის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 7.6 მილიარდ ლარს შეადგენს, რომლის 89%-იც ეროვნულ ვალუტაში არის გაცემული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა