27.მაისი .2020 13:32

"არავინ არავის დაჰპირებია ფასების დაფიქსირებას" - პრემიერი 9 პროდუქტის ფასის დაზღვევაზე

views 857
უკან

„არავინ არავის დაპირებია ფასის დაფიქსირებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ პანდემიის პირობებში განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშს წარადგენს.

გიორგი გახარიას განცხადებით, 9 სასურსათო პროდუქტზე მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა არა ძველი ფასების შენარჩუნებას, არამედ კურსთაშორისი სხვაობის და რისკების დაზღვევას.

„პანდემია არის გლობალური არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური გამოწვევა. მსოფლიო და ჩვენი მეზობლები ამას მიხვდნენ ძალიან სწრაფად. ამის პირველი მესიჯები იყო ის, რომ ჩვენმა მეზობლებმა ან ჩვენმა მომწოდებლებმა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე გადაკეტეს ბაზრები. ეს იყო ხორბალი, შაქარი, ბურღულეული და ა.შ. შემდგომში ქვეყანა უბრალოდ გარკვეული პანიკის ნიშნების წინაშე იდგა. ამიტომ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ლევან დავითაშვილი; მან ეფექტურად იმუშავა მსხვილ იმპორტიორებთან და ჩვენ გავაკეთეთ ქვეყანაში ამ 9 აუცილებელ სასურსათო პროდუქტზე სტრატეგიული მარაგები, რომელიც დღესაც გვაქვს და რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ვიყენებდით, ახლა გამოვიდა ისე, რომ ჩვენ ასე თუ ისე ნორმალურად ვართ.

გავაკეთეთ ეს პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ამ ძირითად 9 პროდუქტზე ფასის დაზღვევას, მაგრამ ახლა არ მინდა აქ ვინმეს სპეკულირების საშუალება მივცე, არავინ არავის დაპირებია ფასის დაფიქსირებას, ჩვენი დაპირება იყო, რაც ჩვენ შევასრულეთ ფასები სპეკულატიური მერყეობა და, რა თქმა უნდა, კურსთაშორისი სხვაობის დაფიქსირება, რაც ჩვენ გავაკეთეთ. საერთაშორისო ბაზრებზე, მაგალითად, შაქარსა და ფქვილზე საქართველოს ფასების დაზღვევა შეუძლებელია უბრალოდ. ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი შიდა რისკების დაზღვევა, ეს იყო სპეკულაცია და ეს იყო კურსთაშორისი სხვაობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა