მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არავინ მალავს, რომ სახეზეა მწვავე ეკონომიკური კრიზისი - სოსო ფხაკაძე

60642dea20492
სალომე მეცხვარიშვილი
31.03.21 12:06
1256
არავინ მალავს, რომ სახეზეა მწვავე ეკონომიკური კრიზისი; ბევრია გამოწვევა და გვინდა, რომ ამ პრობლემებს ერთობლივად მივხედოთ, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ძირითადად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე იქნება საუბარი.

“დღეს ძირითადად მაკროეკონომისტები ვიქნებით წარმოდგენილი და ფოკუსირებული ვიქნებით სწორედ მაკროეკონომიკურ საკითხებზე. შემდგომ გაფართოვდება ფორმატი - ჩვენი ასოციაცია ყველა სექტორს წარმოადგენს და ამ პროცესებში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან”,- აცხადებს სოსო ფხაკაძე.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს დღეს პირველად ხვდება.