მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არავინ შეიკავოს თავი მიწის რეგისტრაციისგან"- ოთარ დანელია

5ebac89bb882d
ანი ციხისთავი
12.05.20 20:40
2725
“უამრავი ადამიანი მიწას არ არეგისტრირებს, რადგან ეშინია, რომ სოციალური დახმარება შეუწყდება. მე მოვუწოდებ ხალხს, რომ არავინ შეიკავოს თავი მიწის რეგისტრაციისგან. ეს სოციალურ დახმარებაზე არ იმოქმედებს და მათ საშუალება მიეცემათ მიიღონ დამატებითი შეღავათები სახელმწიფოსგან”,- ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსში” პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ფერმერები 1 ჰექტარ მიწაზე სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

“საქმის კურსში” დანელიამ აღნიშნა, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში გაწერილი სუბსიდირების მისაღებად მიწის რეგისტრაცია აუცილებელია.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა გეგმის მთავარი გამოწვევა მიწების რეგისტრაცია, ასე უპასუხა: “ერთი მხრივ, რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შეღავათებით მიწის რეგისტრაციის პროცესი. მეორე მხრივ, უკვე რეგისტრირებულ ნაკვეთებზე სხვადასხვა შეღავათები. ჩვენი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ფერმერმა ამ ყველა კომპონენტითა და სიკეთით ისარგებლოს, მათ შორის გამარტივებული რეგისტრაციით”.