მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არავის არაფერი ეპატიება" - კახა კალაძე საკუთარ გუნდს აფრთხილებს

5e1ec3b00c999
ინგა მურუსიძე
15.01.20 11:46
1470
თბილისის მერი, კახა კალაძე თავის მოადგილეებს, სამსახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს მიმართავს და კორუფციის პრევენციისთვის მაქსიმალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

კალაძის თქმით, თუკი ვინმეს დახმარება დასჭირდება, მერია მარტო არ დატოვებს, თუმცა მისი თქმით, კორუფციის წინააღმდეგ „მერია მაქსიმალურ პრინციპულობას“ გამოიჩენს.

„რადგან ჩვენ ვიწყებთ მუშაობას, მინდა გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ კორუფციის პრევენციაზე, გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება უკვე იცით, რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, არავის დავტოვებთ პრობლემებთან მარტო, აუცილებლად იქნება მხარდაჭერა, თუმცა ვისაც ექნება გადაცდომა, რისი მაგალითებიც უკვე იყო, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, ამ მიმართულებით იყოს პრევენციული ქმედებები, რომ ყველანაირი პრობლემები ავიცილოთ თავიდან“, - განაცხადა კალაძემ.