მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არავის დავტოვებთ მარტო თავის პრობლემებთან - კალაძე ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს

5e74989b73695
ინგა მურუსიძე
20.03.20 14:34
1052
არავის დავტოვებთ მარტო თავის პრობლემებთან, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიმართვას.

ისინი კახა კალაძეს სთხოვენ, იშუამდგომლოს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსთან", რათა სამარშრუტო ტაქსების ამ ეტაპზე უმუშევარი მძღოლები უხელფასოდ არ დარჩნენ.

"დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ვებრძვით ვირუსს მთელ მსოფლიოსთან ერთად. ეს ყველაფერი და არსებული მდგომარეობა გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, თუმცა ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. სახელმწიფოს მხრიდან ამაზე დაწყებულია მუშაობა. საკოორდინაციო საბჭოზე მიმდინარეობს მსჯელობა ყველა საკითხზე და მათ შორის იმაზე, თუ რა დახმარებები იქნება ეკონომიკური კუთხით. არავის დავტოვებთ თავის პრობლემებთან მარტო", - განაცხადა კალაძემ.