მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა, – ამირან გამყრელიძე

5e6a1c5b056ba
ვიქტორია მღებრიშვილი
12.03.20 15:41
15038
პანდემიამ არ იცის, კერძო რომელია და სახელმწიფო – რომელი, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევების სერიოზული ზრდაა მოსალოდნელი, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

"არ ვაშინებ არავის, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ - მზად უნდა იყოს სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი, სხვადასხვა სექტორები, მზად უნდა იყოს კერძო სექტორი.

იცით, რომ საქართველოში ჰოსპიტლების 90% არის კერძო. მე მოვუწოდებ მათ მფლობელებსა და მმართველებს, ამ დროს მთავარია სოლიდარობა ე.წ. საჯარო - კერძო ურთიერთობების თანამშრომლობა, რომ მე კერძო ვარ და არ მივიღებ ამ ავადმყოფს, დაუშვებელია ასეთი მიდგომა, აუციელებელია, რომ ყველა კერძო ქსელმა, თუ კერძო საავადმყოფოს მმართველმა, გაითვალისწინოს ის საშიშროება, რაც არის მსოფლიოში. პანდემიამ არ იცის, კერძო რომელია და სახელმწიფო – რომელი, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.