24.ივლისი .2020 16:05

არავითარი კავშირი არ გვაქვს რუსეთთან - NEQSOL-ის პასუხი მამია სანადირაძეს

views 686
უკან

NEQSOL ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში კომპანია “კავკასუს ონლაინის” ყოფილი მესაკუთრის, მამია სანადირაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ NEQSOL-ს რუსეთთან არავითარი კავშირი არ აქვს.

რამდენიმე დღის წინ, გამოქვეყნებულ ინტერვიუში მამია სანადირაძე მიუთითებდა, რომ ნექსოლ ჰოლდინგის ინტერესებში არ შედის საქართველოს ქცევა რეგიონის ციფრულ ჰაბად. ამასთან, სანადირაძე მიანიშნებს, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი მოსკოვში დაიგეგმა.

"კავკასუს ონლაინის“ აზერბაიჯანული მხარის გაკონტროლების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოს ევროპული ინტერნეტის უსაფრთხოდ მოწოდების პრობლემა შეექმნას. სავარაუდოდ, აზერბაიჯანელებს დაგეგმილი აქვთ, რომ არსებული „შავი ზღვის“ კაბელი პირდაპირ ბაქოს მიუერთონ, ამის შემდგომ კი საქართველოს უკვე ბაქოდან მიეწოდოს ინტერნეტის რუსულ-ევროპული ნაზავი. ანუ, ჰაბი გახდება ბაქო - თბილისი კი „აპენდიციტი“ ბაქოს ინტერნეტ ქსელში. აზერბაიჯანელები თბილისს რატომ გახდიან ჰაბს? ბავშვები ხომ არ ვართ ეს რომ დავიჯეროთ“, - ამბობს მამია სანადირაძე.

თავად NEQSOL ჰოლდინგში ამას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ მათი დივერსიციფირებული აქტივების მიუხედავად, რუსეთში არანაირ აქტივებს არ ფლობენ.

“პირველ რიგში მინდა ვთქვა თუ რამდენად დიდი როლი აქვს ბატონ მამია სანადირაძეს შავი ზღვის ფსკერზე არსებული ოპტკურ-ბოჭკოვანი კაბელის შექმნაში. ეს პროექტი მისი ხედვის შედეგად განხორციელდა. ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მის ამჟამიდნელ განცხადებებში შეიძლება იყსო გარკვეული ემოციები, რადგანაც უნდა ვიცოდეთ, რომ მისი უკანასკნელი პროექტი არის შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელის პირდაპირი კონკურენტი, თუმცა მისი მასშტაბი ბევრად მცირეა. ჩვენ პროექტში გვაქვს სრული აბრეშუმის დერეფანი არის წარმოდგენილი, ჩინეთიდან დაწყებული ევროპით დასრულებული.

რაც შეეხება რუსეთთან ჩვენ კავშირს, ჩვენ წარმოდეგნილი ვართ მსოფლიოს 8 ქვეყანაში და არავითარი კავშირი არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. შესაბამისად, ჩვენი რუსული კავშირების შესახებ საუბარი არავალიდურია,”- ამბობს თემურ თაგიევი.

ამასთან, თაგიევი აცხადებს, რომ ციფრული აბრეშუმის პროექტის განვითარება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს ითამაშებს. თაგიევის განცხადებით, პროექტის განვითარების შედეგად საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა. სწორედ ამ გარიგებას მოყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც კავკასუსითვის მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.