მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არავითარი შეზღუდვები აღარ უნდა იყოს გარდა იმისა, რომ ადამიანები იყვნენ აცრილები“

61711abbe11de
თათია ჩაფიჩაძე
21.10.21 11:39
1024
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის პირობებში შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ უნდა დადგეს.

„საქმიანი დილის“ ეთერში იმნაძემ ე.წ. მწვანე პასპორტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეულ სერვისებზე და მომსახურებებზე ადამიანებს წვდომა უსაფრთხოების გათვალისწინებით უნდა ჰქონდეთ. მწვანე პასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პირი აცრილია კოვიდ-ვაქცინით ან/და ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული აქვს ტესტი, ან სულაც ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს ვირუსი. ევროპული ქვეყნების ნაწილში მისი წარდგენის გარეშე ზოგიერთ ობიექტში პირი არ დაიშვება. 

„ეს არ არის ქართული ნოუჰაუ, მწვანე პასპორტები ევროპის ბევრ ქვეყანაშია, აზიურ ქვეყნებში საკმაოდ მკაცრად იცავენ... მსგავსი მაგალითები გვაქვს თბილისშიც, რამდენიმე რესტორანია, რომელიც ამას იყენებს.

მას შემდეგ, რაც ვაქცინა შემოვიდა, ჩემი პირადი პოზიცია ასეთია, რომ არავითარი შეზღუდვები აღარ უნდა იყოს გარდა იმისა, რომ ადამიანები იყვნენ აცრილები. აცრილები რომ არიან, მერე შეზღუდვები აღარ არის საჭირო. რამენაირად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კიდევ და კიდევ მეტი ადამიანი აიცრას. აქ არის საუბარი არა აცრილებზე და აუცრელებზე, აქ არის საუბარი იმაზე, ვინ არის უსაფრთხო და საფრთხისშემცველი უპირველესად საკუთარი თავისთვის და მერე საზოგადოებისთვის - ასე უნდა მოხდეს გარკვეულ სერვისებზე და გასართობ დაწესებულებზე წვდომა, ეს არის ჩემი პოზიცია. თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ მე ამის მომხრე ვარ რომ ე.წ. მწვანე პასპორტები იყოს ძალიან მალე“ - განაცხადა იმნაძემ.