მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არც ერთ ასეთ ნაბიჯს არ გამოვრიცხავ" - სოსო ფხაკაძე საპენსიო შენატანების შესაძლო შეწყვეტაზე

5e8f3295e749c
ინგა მურუსიძე
09.04.20 23:00
1764
არც ერთ ასეთ ნაბიჯს არ გამოვრიცხავ, - ასე შეაფასა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, სოსო ფხაკაძემ ანალიტიკოსების ნაწილის რეკომენდაცია იმის შესახებ, საპენსიო შენატანები დროებით შეჩერდეს.

„არც ერთ ასეთ რეკომენდაციას და ნაბიჯს არ გამოვრიცხავ. მეტიც, შეიძლება ბევრად უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა მოუწიოს ხელისუფლებას ეკონომიკის კუთხით, ვიდრე დღეს გაცხადებულია. ამაზე მზაობა არის, ჩვენ საუბარი გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ სიღრმეზე, რა სიღრმეშიც შევა ეკონომიკა.

ახლა საუბარი მიდის, რომ შეიძლება იყოს რეცესია. მაგრამ როგორ შეიძლება საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი იყოს? მსოფლიო ეკონომიკა შეიძლება შევიდეს რეცესიაში. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, უნდა ვიბრძოლოთ ერთად და ამ გასაჭირიდან რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ“, - განაცხადა ფხაკაძემ BMG-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში.