„ტრანსპორტის მეშვეობით კოვიდის გავრცელების რისკი ძალიან მცირეა“, ამის შესახებ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი გელა კვაშილავა აცხადებს. მისი თქმით, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ჩაკეტვა არასწორი გადაწყვეტილებაა, რითაც ერთი მხრივ მოქალაქეებს ხარჯი ეზრდებათ, მეორე მხრივ კი ბიუჯეტი შემოსავლებს კარგავს.
„ტრანსპორტის მეშვეობით კოვიდის გავრცელების რისკი ძალიან მცირეა. ამაზე დაკვირვება უამრავ ქვეყანაში ჩატარდა. მარტივი რეგულაციების დაცვით შესაძლებელია, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. ტრანსპორტში არ საუბრობენ და თუკი პირბადის გამოყენება იქნება, რისკი მინიმუმია. უცხოელ კოლეგებთან მაქვს კავშირი და არცერთ ქვეყანაში ასეთი დიდი ხნით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა. იყო შეზღუდვები თუმცა არა ამ მასშტაბის მისი დანიშნულებიდან გამომდინარე.
მესმის, რომ საქართველოში პიკი იყო, მაგრამ ასეთი ვადით გაჩერება პირდაპირი დარტყმაა დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის. ადამიანს, რომელსაც 500 ლარი აქვს ხელფასი, ხარჯი გაეზარდა. ეს ადამიანები მაინც დადიან სამსახურში, მობილობა ამით არ შემცირებულა, პირიქით გაიზარდა, უბრალოდ გაძვირდა, გადაინაცვლა არაფორმალურ სექტორში და ამის გამო ბიუჯეტმა დაკარგა შემოსავლები. იგივე ხდება საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.
პროცესის სწორად მართვისთვის აუცილებელია არსებული რესურსის სწორად გამოყენება, რომელიც ნამდვილად არსებობს. მოლების გახსნაზე ვსაუბრობთ და ტრანსპორტზე არა, რითი უნდა მივიდნენ იქ ადამიანები.“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას გელა კვაშილავამ.
თითქმის ორი თვეა ქვეყნის დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია. შედეგად თბილისში ავტომობილების მობილობა 30%-ით გაიზარდა. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ვიქტორ წილოსანის განცხადებით, თუ კოვიდამდე პერიოდში სამუშაო დღეებში 450 000 ავტომობილი გადაადგილდებოდა, ეს რიცხვი დღეს 600 000-მდეა გაზრდილი.
საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, 28 ნოემბრიდან აკრძალულია მგზავრების საქალაქთაშორისო რეგულარული გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე კი აკრძალვა არ მოქმედებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი