07.დეკემბერი .2022 00:50

არცერთი ქართველი მებრძოლი უკრაინაში “მოტყუებული” არაა, ისინი გმირები არიან - რას იტყვი რუსეთზე? - კინზინგერი ღარიბაშვილს

არცერთი ქართველი მებრძოლი უკრაინაში “მოტყუებული” არაა, ისინი გმირები არიან - რას იტყვი რუსეთზე? - კინზინგერი ღარიბაშვილს
views 667
უკან

"არცერთი ქართველი მებრძოლი უკრაინაში “მოტყუებული” არაა, ისინი გმირები არიან - რას იტყვი რუსეთზე?" - ასე ეხმიანება ამერიკელი ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქართველი მებრძოლები უკრაინაში "ომის პარტიას" მიჰყავს.

“ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში არაა “მოტყუებული”. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემა გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს თითქოს მათ სიმართლე არ იციან?

ასევე, რას იტყვი რუსეთზე?”, - წერს კინზინგერი “ტვიტერის” გვერდზე.