"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თედ ჯონასი დარწმუნებულია, რომ იმ პირობებში, სანამ ანაკლიის პორტის თაობაზე ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს, ამ პროექტით არცერთი რეპუტაციული ინვესტორი არ დაინტერესდება. ამის შესახებ ჯონასმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. ასე გამოეხმაურა ჯონასი ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორებთან აქვს მოლაპარაკებები.
თედ ჯონასი ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მთავრობას პროექტში ჩართვის სურვილის მქონე ორი საერთაშორისო ინვესტორი წარუდგინა, თუმცა მაშინ მთავრობამ პროექტის განვითარების გზებზე საუბრის ნაცვლად, კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა.
“ამბობენ, რომ ესაუბრებიან ინვესტორებს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე გავაცანით ორი შესანიშნავი ინვესტორი და იმის ნაცვლად, რომ ამ ინვესტორებთან ერთად ემუშავათ, მათ საინვესტიციო შეთანხმება გაწყვიტეს. შედეგად, მათ გაფლანგეს სამი წელი მაშინ, როდესაც 2019 წელს პროექტში საკმაოდ კარგი ინვესტორების ჩართვა შევთავაზეთ.
ასევე გეტყვით, რომ არცერთი რეპუტაციული და კომპეტენტური ინვესტორი არ ჩადებს ამ პროექტში ფულს, სანამ ორი საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ პროექტთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებისთვის, რათა პროექტში ახალი ინვესტორებიც ჩაგვერთო და არსებული საკითხები გადაგვეჭრა. თუმცა, საქართველოს მთავრობამ ეს მოლაპარაკებები გაწყვიტა წინა ოქტომბერში.
თავად საარბიტრაჟო დავების დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებ, ზოგადად გეტყვით რომ ეს დავები არის განხილვის რეჟიმში და ორივე მათგანში ჩვენ სრული არგუმენტაცია და სარჩელი წარდგენილი გვაქვს,”- განაცხადა თედ ჯონასმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის იანვარში ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც პროექტის ინვესტორთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავის დაწყება მოჰყვა.
ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის 35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში.
საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ ისინი კვლავ რჩებიან ანაკლიის პროექტის ერთგულები და პროექტთან დაკავშირებით ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავენ. ამ დრომდე უცნობია როდის იგეგმება ამ ტენდერის გამოცხადება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი