მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნები დამთავრდა, სად არის ეკონომიკური რეფორმების გეგმა? - მიხეილ დაუშვილი "ოცნებას"

6181139d6cf75
ინგა მურუსიძე
02.11.21 14:31
1272
არჩევნები დამთავრდა, სად არის ეკონომიკური რეფორმების გეგმა? - ამ კითხვით მიმართავს ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი ხელისუფლებას პარლამენტის ტრიბუნიდან.

მისი შეფასებით, ხელისუფლება ამბობს, რომ რეფორმების გატარება სურს, თუმცა ამისთვის არაფერს აკეთებს.

"დღეს მერამდენედ ვისმენთ, რომ ჩვენ ["ქართულმა ოცნებამ“] უნდა მივხედოთ ეკონომიკას. არჩევნები დამთავრდა, დღეს გვესაუბრებით, რომ ეკონომიკური რეფორმები უნდა გაატაროთ, გეგმა სად გაქვთ? ახლა უნდა გვეუბნებოდეთ, რომ რაღაც ეკონომიკური რეფორმები უნდა გაატაროთ, უმუშევრობა უნდა შეამციროთ, ფასები უნდა დაასტაბილუროთ, ლარის კურსი უკეთესი უნდა გახდეს, გეგმა სად გაქვთ? გავიგეთ, რომ ეს გინდათ, მაგრამ გეგმა სად არის? სიმართლე კი ის არის, რომ თქვენ მთელი ეს თვეები ზრუნავდით მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და დაივიწყეთ მოქალაქეები, ააღორძინეთ „ნაციონალური მოძრაობა“ და გვებრძოდით ჩვენ“, - მიმართა ხელისუფლებას დაუშვილმა.

ნინო წილოსანი: საარჩევნო მარათონი დასრულდა და ახლა იწყება ახალი - მნიშვნელოვანი ინიციატივების და რეფორმების მარათონი