მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო, მაგრამ ეს მონეტის ერთი მხარეა - ევროპის საბჭოს კონგრესი

61599775c8d5d
თელარა გელანტია
03.10.21 15:41
1097
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელ დევიდ ერეის შეფასებით, ტექნიკური თვალსაზრისით, 2 ოქტომბრის თვითთმმართველობის არჩევნები, საერთო ჯამში, კარგად ორგანიზებული იყო და იყო მშვიდ, წყნარ გარემოში ჩაიარა, მაგრამ საარჩევნო პროცესის კარგი მართვა მონეტის მხოლოდ ერთი მხარეა.

ამის შესახებ მან ეუთო/ოდირის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ  გუშინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 120 საარჩევნო უბანს სტუმრობდნენ.

„რა მახასიათებლებით გამოირჩეოდა არჩევნები საქართველოში - საერთო ჯამში, იყო მშვიდი საარჩევნო დღე, გარდა რამდენიმე შეუსაბამობისა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პუნქტის მოწყობას, თუმცა დამკვირვებლების მიერ არანაირი მკვეთრი ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

რამდენიმე საარჩევნო უბანი შედარებით მცირე იყო და წარმოდგენლი იყო დამკვირვებლების მცირე რაოდენობა, ზოგან კი - მეტი.

ამასთან, ჩვენმა ზოგიერთმა დამკვირვებელმა ასევე შეგვატყობინა საარჩევნო უბნის პერიმეტრზე დარღვევის შესახებ;

ტექნიკური თვალსაზრისით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები, საერთო ჯამში, კარგად ორგანიზებული იყო და მშვიდ, წყნარ გარემოში ჩაიარა, მაგრამ კარგი საარჩევნო მართვა მხოლოდ მონეტის ერთი მხარეა“, - თქვა უცხოელმა დამკვირვებელმა.

ამასთან, ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენელმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, მთავრობას და ოპოზიციას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია.

„ვსაუბრობთ რა, პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა, ჩვენ კონგრესიდან შეგვიძლია მწუხარება გამოვთქვათ იმის გამო, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერი იყო არასწორი შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიისთვის; რასაკვირველია, ამ არჩევნებზე მოხდა რეფერენდუმი - კი თუ არა და ამ ყველაფერმა გადაფარა ადგილობრივი გამოწვევები; მე ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში, ადგილობრივი არჩევნები გადაფარა ეროვნულმა სიტუაციამ და ეს არ შედის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში.

ორივეს - მთავრობას და ოპოზიციასაც გააჩნია თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ კუთხით. სიტყვიერი აგრესიის გაზრდა, სიძულვილის ენა და ე.წ. ფეიკ ნიუსები გახლავთ ნათელი ინდიკატორი, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს მომავალში. პოლარიზებულ გარემოს გააჩნია ნეგატიური ეფექტი დემოკრატიასა და გაერთიანებაზე. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უმეტესობის ინტერესებში ეს არ შედის. ახლა არის დრო ჩავერთოთ კონსტრუქციულ დიალოგში. პოლიტიკური დიალოგი არის ფუნდამენტი ამ მიმართულებით“, - განაცხადა დამკვირვებელმა.