მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არჩევნების სამართლიანობის კუთხით, ბევრი ასპექტით, გაუმჯობესება აუცილებელია“ - ევროსაბჭო

5f9eaa6d2d868
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.20 16:36
877
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ტინი კოქსი, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, არჩევნების მიმდინარეობას თავისუფალსა და სამართლიანს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის კუთხით ბევრი რამ გასაუმჯობესებელია.

„პოლიტიკოსებს თქვენი - მოქალაქეების მიმართ კონსტიტუციის დაცვისა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ვალდებულება ეკისრებათ, რითაც საქართველოს ევროპისკენ წაიყვანენ. საქართველოს ევროსაბჭოს მიმართ თავისუფალი არჩევნების გამართვის ვალდებულება აქვს აღებული. ჩვენ ვაკვირდებით ამას არა როგორც -  თამაშს ან გამოცდას, არამედ ისე თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს არჩევნები იმ კრიტერიუმებს, რომლებზეც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თავისუფალი არჩევნები. ჩვენ ბევრ არჩევნებს დავკვირვებივართ, სადაც იდებოდა დასკვნები, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი. ეს არჩევნები თავისუფალი იყო. რაც შეეხება სამართლიანობას, ვერ ვიტყვით, რომ არ იყო სამართლიანი, მაგრამ ვიტყოდით იმას, რომ გაუმჯობესება ბევრი ასპექტით აუცილებელია. მაგალითად, მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა და როდესაც არ არის მკაფიო ხაზი გავლებული მმართველობასა და მმართველ პარტიას შორის, ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს ეხება მცირე პარტიებს და მოქალაქეებს.

კიდევ ერთი ელემენტი, რასაც მე ხაზს ხშირად ვუსვამ ხოლმე, თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება წინა საარჩევნო კამპანიაზე, არადა ქვეყანა ღარიბია. ლიმიტი არ არის დაწესებული - რამდენი შეიძლება საარჩევნო კამპანიაზე დაიხარჯოს, რამდენიც საჭიროა იმდენს ხარჯავენ. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს საფრთხეს ქმნის, შესაბამისად, ევროპის საბჭო და ოდირი სთხოვს და ხშირად ითხოვს იმას, რომ დადგინდეს გარკვეული ჩარჩო, შეზღუდვები და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, საიდან მოდის ეს თანხები და როგორ იხარჯება.

საბოლოო ჯამში, მისალოცია ის, რომ არჩევნები მშვიდობიანად წარიმართა, რაც ყოველთვის არ ხდება ხოლმე, თუმცა მაინც ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი სამართლიანობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ტინი კოქსმა.