მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა“ - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

5f991fbcbd10a
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.20 11:45
1036
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მიღებული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უსაფრთხოა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნები გვიახლოვდება, წესებთან დაკავშირებით აქტიურად იმუშავეს შესაბამისამა სამსახურებმა: ცესკომ, ეპიდემიოლოგებმა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულად გარანტირებული. როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ისე ამომრჩეველს ექნება უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

რაც შეეხევა სხვა საკითხებს, მაქსიმუმი გაკეთდა, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება რეალიზებული იყოს, სხვადასხვა ფორმატში ძალიან ბევრი იმუშავეს სხვადასხვა სამსახურებმა. დასკვნის სახით ვიტყვი, რომ არჩევნებზე მისვლა არის უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.