"ეს იმდენად მეცნიერული თემაა, რომ ეროვნულ ბანკზე უკეთესად არავინ იცის და არავის შეუძლია რეზერვების მართვა", - ასე უპასუხა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გამგების თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძემ, BM.GE-ის კითხვას, რომელიც ლარის გაუფასურების პირობებში ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების გაყიდვის მოცულობას შეეხებოდა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში შექმნილი ზედმეტი აჟიოტაჟი ასუსტებს ლარს, შესაბამისად სიმშვიდის შენარჩუნებას ამჯობინებს.
„კომენტარები, რომ ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი რეზერვი უნდა გაყიდოს ვალუტის კურსის დასტაბილურებისთვის, ძალიან ზედაპირულად მიმაჩნია. მე ნაკლებ აჟიოტაჟს შევქმნიდი და მივენდობოდი სებ-ს, რადგან ის თავის საქმეს ძალიან კარგად და სწორად აკეთებს. რაც უფრო ნაკლები აჟიოტაჟი იქნება მით უფრო სწრაფად დაუბრუნდება ლარი თავის ბუნებრიობას. არის მოსაზრება, რომ ლარი იმაზე გაუფასურებულია, ვიდრე უნდა იყოს და ეს აჟიოტაჟის შედეგია", – განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
მისივე თქმით, კურსის გაუფასურება და შემდეგ გამყარდება, ბუნებრივი მოვლენაა.
"გასაგებია რომ არის ხალხის ნაწილი, რომლებსაც სესხები დოლარში აქვთ, სამწუხაროა, მაგრამ მაგიტომაც ახდენს სებ-ი ინტერვენციებს, რომ მომხმარებელმა ნაკლებად იგრძნოს ეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ სისტემას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა. პანიკა და აჟიოტაჟი არ ღირს ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
ცნობისთვის, 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.35 თეთრით გაუფასურდა შედეგად ერთი დოლარის ღირებულებამ 3.3332 ლარს მიაღწია.
ჯამურად ლარი სექტემბერში დოლართან მიმართებით 6.6%-ით გაუფასურდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ