მიკროსაფინანსო კომპანია “კრისტალის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში მისო-ების სექტორის პირველი კვარტალის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, უშუალოდ "კრისტალში" აქტივების ხარისხის გაუარესება არ შეინიშნება. თუმცა, თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ფინანსური ხარჯები გაეზარდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდით არის გამოწვეული.
2021 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო სექტორში სესხების მთლიანი მოცულობა 1.25 მილიარდი ლარია, მათ შორის დაკრედიტებით ლიდერია “კრისტალი”, რომელსაც 342 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი აქვს. ამასთან, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მიკროსაფინანსო სექტორი ჯამურად 23 მილიონი ლარის მოგებაზე იყო, ხოლო უშუალოდ “კრისტალის” მოგებამ 3.67 მილიონი ლარი შეადგინა. “საქმიანი დილის” ეთერში ბაკურაძემ განაცხადა, რომ გაზრდილი ფინანსური ხარჯები მეორე და მესამე კვარტლების ფინანსურ შედეგებზე ნეგატიურად აისახება.
“ვფიქრობ 2021 წელი კარგად დაიწყო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენი დაკვირვებით არ უარესდება აქტივების ხარისხი. რეალურად არცერთი მაჩვენებელი არ გვიჩვენებს რაიმე მოულოდნელ გაუარესებაზე. ჩვენთვის ამ ვითარებაში გადამწყვეტი საკითხია აქტივების ხარისხის თემა.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ არის ჩვენს სექტორში სესხების გაუარესება, არის ის, რომ თითქმის ყველა კრედიტი არის ეროვნულ ვალუტაში გაცემული, ხოლო ვადაგადაცილების ყველაზე დიდი ნაწილი გამოწვეულია დოლარსა და ევროში გაცემული სესხების გამო, ეს პრობლემა კი ჩვენ არ გვაქვს.
თუმცა, უკვე მეორე კვარტალში ჩვენ ისევ გაგვიძვირდა რესურსი, იმიტომ რომ ჩვენი ფინანსური რისკის ძირითადი ნაწილი არის სავალუტო რისკის ჰეჯირებასთან დაკავშირებული და პირდაპირპროპორციულად გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად. ამის გამო ჩვენთვის ფინანსური რესურსი გაძვირდა. გავცემთ კრედიტებს მიკრომეწარმეებსა და აგრომეწარმეებზე, თუმცა ამ გაძვირების გამო გვიჭირს შედარებით დიდი სესხების გაცემა. ამ სეგმენტში ჩვენ უკვე ვეღარ ვუწევთ კონკურენციას ბანკებს, რადგან გვიჯდება რესურსი 15% და კიდევ უფრო მეტი. ჩვენთვის ყველაზე პრობლემური სწორედ რეფინანსირირების განაკვეთია, რომელიც პირდაპირ ჩვენი ხარჯების სტრუქტურას ურტყამს, ამიტომ მეორე და მესამე კვარტალი არ იქნება ისეთი მომგებიანი, როგორიც პირველი კვარტალი იყო,” - აცხადებს არჩილ ბაკურაძე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბაკურაძემ ისაუბრა ქართული მიკროსაფინანსო სექტორის მიმართ ინვესტორთა და უცხოური ფინანსური ორგანიზაციების ინტერესია. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ “კრისტალმა” შვეიცარული კომპანია Responsability-სგან $5 მილიონის დაფინანსება მოიზიდა.
“რაც შეეხება დაფინანსებას, სესხის მიმართ ინვესტორთა მხრიდან ინტერესი არსებობს. ახლახან ჩვენ გამოვაცხადეთ და დავასრულეთ ერთი მსხვილი ტრანზაქცია შვეიცარულ კომპანია Responsability-სთან და ახლა რამდენიმე გარიგება მოყვება მას. აქედან ჩანს, რომ ინვესტორები ქვეყანას და კომპანიას ენდობიან. ისიც აღსანიშნავია, რომ დაფინანსების საპროცენტო განაკვეთი აშშ დოლარში იაფდება. მაგრამ იმის გამო რომ ლარი არის მაინც არასტაბილური, დაფინანსება მაინც ძვირი გვიჯდება.
თუმცა, რაც შეეხება ინვესტორებს, მათთვის მნიშვნელოვანია უკუგება, ხოლო დაახლოებით ორნახევარი წელია ჩვენი სექტორი არ აჩვენებს მაღალ უკუგებას,”- აცხადებს ბაკურაძე.
2021 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული 1.25 მილიარდი ლარის კრედიტები სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება