მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ ბაკურაძე: USAID-ი მხარს უჭერს კერძო სექტორის განვითარებას

5fe871f0237a0
თათია კაკიაშვილი
24.12.20 15:36
455
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმების და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ მ/ო „კრისტალის“ პროგრამაა, რომელსაც ის USAID-ის მხარდაჭერით ახორცილებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას და სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებას.

პროგრამის მნიშვნელობაზე „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა. მისი თქმით, „საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა უნდა დავინახოთ, როგორც სახელმწიფოს დახმარება ან დაფინანსება კერძო სექტორისთვის“.

„ძალიან ბევრი სახელმწიფოს განვითარების ინსტრუმენტებში არის საგრანტო და სხვა ტიპის დაფინანსებები. ჩვენი ქვეყანაც არაერთ მსგავს დაფინანსებას ახორციელებს მცირე ბიზნესის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებით. სასიამოვნოა ის, რომ ამას აკეთებს მეგობარი ქვეყანა, ამ შემთხვევაში აშშ. საქართველოში გარკვეული რესურსების ინვესტირებით, ისინი მხარს უჭერენ კერძო სექტორის განვითარებას. ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების განვითარება მაინც და მაინც მომგებიანი საქმიანობა არ არის, უფრო მეტიც - ახლა, ამ ეტაპზე ეს მაღალრისკიანი საქმიანობაა, იმიტომ, რომ უფრო გამოუცდელი მომხმარებელი გვყავს, შედარებით ახალბედა რისკიან ბიზნესს იწყებს ხოლმე და ზოგისთვის ეს მიმზიდველი არ არის. ამიტომ ასეთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გარკვეულწილად რისკების შემცირება ხდება და საშუალება გვეძლევა, რომ ახალი სერვისი შევქმნათ, რომელიც დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, მდგრადი უნდა გახდეს. სწორედ ამის მაგალითია ჩვენი თანამშრომლობა USAID-თან “, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.

მისი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 100-ზე მეტი ბიზნეს იდეა დაფინანსდა.