მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: ჩვენი როლია, ბიზნესებს ამ პერიოდის გადაგორებაში ხელი შევუწყოთ

5f1c329fb7f46
თელარა გელანტია
25.07.20 17:32
2385
„ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომიკა მცირდება, ამას ყველა ხედავს და ამ სიტუაციაში ბიზნესებისთვის ბანკების გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესია“, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ covid-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას BMG-ის პროექტ #BMGDRIVE-ში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო თვეებში „საქართველოს ბანკს“ ისეთმა იურიდიულმა პირებმა მიმართეს კრედიტისთვის, ვისაც აქამდე საერთოდ არ უსარგებლია.

„საფინანსო სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში, დიდია და აქედან გამომდინარე, ჩვენი როლია, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს, რათა ეს პერიოდი განსაკუთრებული დანაკარგების გარეშე გადააგორონ. დანაკარგები კი, რა თქმა უნდა, არის, რადგან ბოლო რამდენიმე თვეა ეკონომიკა მცირდება, ამას ყველა ხედავს და ამ სიტუაციაში ბანკების გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესია. ბოლო თვეებში ისეთმა კლიენტებმა, იურიდიულმა პირებმა, საშუალო ბიზნესებმა მოგვმართეს, რომლებსაც აქამდე კრედიტი საერთოდ არ აუღია; ამ ხალხს თანხა დასჭირდა საბრუნავი საშუალებებისთვის, რომ ხელფასები გადაეხადათ და გადახდები განეხორციელებინათ, როცა ბიზნესი გაუჩერდათ“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.