"საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი ინვესტორების მიერ ხშირად დასმულ 3 კითხვას ასახელებს. „ძირითადად, კითხვების 3 ჯგუფია“, - ამბობს ის #ForbesTalks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში.
„საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის აზრით, ინვესტორებისთვის განჭვრეტადი გარემოს არსებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„კითხვები სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: პირველი - რა ხდება პოლიტიკაში? პროცესებს თვალს ადევნებენ და უსმენენ. ამდენად, ხმაურს, არჩევნებს და ზოგადად, რა პროცესებიც იყო პოლიტიკაში, ამას დადებითი ფონი არ მისდევდა და დადებითად არ მოქმედებდა. მეორე ჯგუფში შედის კითხვები ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ლარის დასუსტება იყო მუდმივი და კითხვის ნიშანი ამასთან მიმართებით გაჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ შარშანდელი წელი ამ კუთხით ძალიან კარგი იყო - სტაბილურბა არის და მესამე კითხვა შეეხება რეგულაციის განჭვრეტადობას.
იმდენად ბევრი რეფორმა განხორციელდა, განსაკუთრებით საბანკო სფეროში ახალი რეგულაციების დანერგვის კუთხით, რომ ინვესტორებს კითხვები გაუჩნდათ და ამ თვალსაზრისით, მე მგონი, ეროვნული ბანკის განაცხადი იმასთან დაკავშირებით თუ რას აპირებს, კარგია და მივესალმები. საზედამხედველო სტრატეგია, რომელიც რაც გამოქვეყნდა კარგია; მისასალმებელია ასეთი ტიპის რუკის გაშლა, რომ აი, ასეთ რაღაცას ვაკეთებთ და აქ მივდივართ, რათა შესაბამისად, ინვესტორისთვისაც მოულოდნელობის ფაქტორი იყოს შემცირებული“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი