მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: იურიდიულ პირებში ვხედავთ დიდ აქტივობას ინვესტიციების კუთხით

5dc53c586b293
BM.GE
08.11.19 13:57
1212
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზებზე საუბრობს.

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ნაწილობრივ იყო რამდენიმე მსხვილი პროექტის დასრულებასთან დაკავშირებული. ნაწილობრივ, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ თუ საქართველოს კომპანიების აქციების ფასმა მოიკლო, შეიძლება სხვა ინვესტორებიც შემცირდნენ.

თუმცა, ჯამურად ინვესტიციების ოდენობა ქვეყანაში არ არის შემცირებული, ეს ძირითადად შიდა ინვესტიციების ზრდის ფონით არის განპირობებული. 2016 წლის რეფორმამ, რომელიც გაკეთდა, დატოვა 600-700 მილიონი ლარი კერძო კომპანიებში, რომლებიც მოგებას აგენერირებენ. ეს თანხა არის პრაქტიკულად კაპიტალი ქართული კერძო კომპანიებისთვის, იმისთვის, რათა მათ ინვესტიციები გააგრძელონ. შარშანაც და წელსაც იურიდიულ პირებში ვხედავთ საკმაოდ დიდ აქტივობას ინვესტიციების კუთხით", – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

საქსტატის ბოლო მონაცემებთ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%–ით შემცირდა.