„საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის აზრით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად, 10.5%-ზე დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან #ForbesTalks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.
„ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, რომ არ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ინფლაციის ცოტათი შემცირებას ველოდით და იგივეზე დარჩა - წლიური 13.9%, ნიშანდობლივი იყო ის, რომ სურსათის და ენერგეტიკის გამოკლებით ინფლაცია, შესაბამისად, 6.1% და 5.6%-მდე შემცირდა.
ამას გარდა, აშკარაა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, იპოთეკური სესხების გაცემის მიმართულებით ისეთი აქტიურობა არ არის, როგორც ადრე, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ძალიან გაზრდა რისკების შემცველია და შეიძლება ეკონომიკას მეტი ზიანი მიაყენოს, ამიტომ მგონია, რომ ახლა ცუდად არ ვართ, კარგად ვართ, შესაბამისად, ინფლაცია ქვემოთ ჩამოვა“, - თქვა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ამასთან, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ლარის კურსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, 2021 წელი ამოსუნთქვის წელი იყო არა მარტო მოსახლეობისთვის, არამედ - ინვესტორებისათვისაც.
„ეს მათთვის უმნიშვნელოვანესი სიგნალია და იმედი მაქვს, ინვესტირების კუთხით ცოტა მეტი აქტიურობა იქნება 2022-ში, მათ შორის ამის <ლარის კურსის სტაბილურობის> გამოც“, - დასძინა არჩილ გაჩეჩილაძემ.
11 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.38 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9506 ლარს შეადგენს. სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3622 ლარი გახდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი