მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: საფინანსო სექტორი covid-19-ის კრიზისს ყოჩაღად შეხვდა

5f1c3c6b70ca3
თელარა გელანტია
26.07.20 11:30
1416
„საფინანსო სექტორი ბევრად უფრო ყოჩაღად და კარგად შეხვდა covid-19-ის კრიზისს“, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ BMG-ის პროექტ #BMGDRIVE-ში განაცხადა.

„ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, მთელმა საფინანსო სექტორმა წინასწარ შევქმენით დანაკარგების რეზერვი; უშუალოდ „საქართველოს ბანკმა“ - 400 მლნ ლარი, რომელიც უზარმაზარი თანხაა, თუმცა დარეზერვების შემდეგაც ჩვენი კაპიტალი 2 მლრდ ლარზე მეტია. მოკლედ, რთული წელი არის და გვექნება. რა თქმა უნდა, პირველი კვარტალი იყო საკმაოდ რთული, მაგრამ გვაქვს სიმყარე, კაპიტალი და ლიკვიდურობა იმისთვის, რომ ეს პერიოდი გავიაროთ და მხარში დავუდგეთ ჩვენს ეკონომიკას, რასაც ვაკეთებთ კიდეც შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

BMGDRIVE-ში საუბრისას „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა პარალელები covid-19-ის გამო შექმნილ კრიზისსა და 2009 წლის მსოფლიო ფინანსურ კრიზისს შორისაც გაავლო და თქვა, რომ მიმდინარე კრიზისი უფრო მასშტაბურია.

„Covid-19-ის კრიზისი უფრო მასშტაბურია და ღრმაა იმ კუთხით, რომ ეკონომიკური ვარდნა ალბათ უფრო დიდი იქნება, ვიდრე 2009 წელს იყო, მაგრამ 2009 წლის კრიზისისგან განსხვავებულია იმით, რომ მაშინ ლიკვიდურობა გაქრა ანუ საკრედიტო კრიზისი იყო, დღეს კი ასე არაა - ფული არის, თუ შესაძლებლობა გვაქვს, რომ კრედიტი ავიღოთ და გავისტუმროთ. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, ამ კრიზისმა ბიზნესების იმაზე მეტად ნჯღრევა არ გამოიწვიოს, ვიდრე ეკონომიკური ვარდნაა, რასაც 2009 წელს ჰქონდა ადგილი“, - აღნიშნა მან.