საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 3 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4-დან 3 წლამდე შეემცირებინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განმარტა იზეზები, რის გამოც სებ-მა ეს რეგულაცია შემოიღო. მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი იყო საკმაოდ მაღალი და მისი შემცირებისთვის ვადის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს.
“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ სესხის მაქსიმალური ვადიანობის შემცირება სამომხმარებლო სესხებზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობას შეამცირებს. ამის მიუხედავად, ის მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება დაბალანსებულია, რადგანაც მის ალტერნატივად სებ-ი უფრო მძიმე ზომებს განიხილავდა. მათ შორის იყო ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო ნორმების გაზრდაც.
“ინფლაციური წნეხიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეზღუდოს სამომხმარებლო სესხებზე წვდომა ვადიანობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს შესაძლებლობებზე მსესხებლების, რომ აიღონ სესხი და მოცულობა შეუმცირდებათ.
ეს იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც იქნა გამოყენებული. სხვა ინსტრუმენტი არის რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა, სარეზერვო ნორმების გაზრდა.
ვფიქრობ, რომ ბალანსირებული გადაწყვეტილება იყო, რადგანაც არსებობდა შანსი, რომ ამაზე გაცილებით მეტი რამ მომხდარიყო,” - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართულ ბანკებს, ჯამში, 4.2 მილიარდი ლარის მოცულობის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული. გასულ წელს სამომხმარებლო კრედიტების პორტფელი 3.16 მილიარდი ლარი იყო; შესაბამისად, ბოლო ერთ წელში ამ სესხების მოცულობა 34%-ით არის გაზრდილი. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი მაღალი ზრდის ტემპის გამო, სებ-მა ამ მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება გადაწყვიტა.
არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადის 3 წლამდე შეზღუდვა ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი