მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობაზე საუბრობს

5e657184c4d74
ანნა ლაპიაშვილი
09.03.20 10:42
1002
სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლებობა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, ინვესტორებისათვის საქართველოში პროექტების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

"ბევრი დადებითი აქვს საქართველოს, დაბალი გადასახადები, კორუფციის დონით ევროპულ დონეზე ვართ, და ბევრი სხვა სიკეთეები. ერთი რამ რაზეც ბევრჯერ გაგვიგია კითხვები, ეს არის  სასამართლო სისტემა, ის რომ არ არსებობს საყრდენი კერძი სეკუთრებასთან მიმართებაში.

ვინაიდან კერძო საკუთრების უზენაესობა არის ნებისმიერი ინვესტორისათვის უზენაესი, აუცილებელი პირობა. მხოლოდ ამის შემდეგ ისმება კითხვები გადასახადების ოდენობაზე და ა.შ კერძო საკუთრებას წორედ რომ სასამრთლომ უნდა დაიცვას. “- ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.