მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: სებ-ი გააკეთებს ყველაფერს, რომ რწმენა ლარის მიმართ აღდგეს

5d8b431334cd3
ლიკა გურაბანიძე
25.09.19 15:15
2656
"ეროვნული ბანკი აქტიურობს და გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელთ არის, იმისათვის, რომ რწმენა ლარის მიმართ აღდგეს და გაძლიერდეს", - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

როგორც გაჩეჩილაძე აღნიშნავს, ქვეყანას საგარეო შოკები არ აქვს, ექსპორტი გაზრდილია, ხოლო იმპორტი - შემცირებული და ყველანაირი ფუნდამენტური მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს.

"საგარეო ეფექტები ლარის კურსთან მიმართებით ისეთია, რომ წესით უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვნად გამყარებული. შეწონილი კურსი მიგვითითებს, რომ კურსი 2.7-მდე, 2.8-მდე უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ეს ძირითადად არის ლარის რწმენა იმასთან მიმართებაში, რომ ის გამყარებისკენ უნდა წავიდეს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის მონაწილე სხვადასხვა მხარემ დაინახოს, რომ ეროვნული ბანკი აქტიურობს და გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ხელთ არის იმისათვის, რომ რწმენა ლარის მიმართ აღდგეს და გაძლიერდეს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, რამდენად დროულად იყენებს ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის, არჩილ გაჩეჩილაძემ განმარტა, რომ სებ-ი "საქართველოს ბანკს" არეგულირებს და შესაბამისად, მისი მხრიდან შეფასებები არაკორექტული იქნება.