მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: ველოდებით, რომ საშუალო ვადაში ლარი კიდევ უფრო გამყარდება

5df7b8cb340af
ლევან თაღიაშვილი
16.12.19 22:37
1121
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, ლარის კურსის გამყარება ძირითად ფუნდამენტურ ფაქტორებს უკავშირდება. მისი თქმით, იმპორტ-ექსპორტში და ფულად გზავნილებში საქართველოს კარგი მაჩვენებლები აქვს, რის გამოც საშუალოვადიან პერიოდში გამყარების ტენდენცია გაგრძელდება: 

"ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა: ექსპორტი, იმპორტი, ფულადი გზავნილების ოდენობა და ა.შ საკმაოდ მყარია. აქედან გამომდინარე ჩვენ ველოდებით, რომ საშუალო ვადაში ლარი კიდევ უფრო გამყარდება და 2.7-2.8 (დოლართან მიმართებით) შუალედში დასტაბილურდება".
 
BM.GE-ს კითხვაზე, იმოქმედა თუ არა ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 9%-მდე გაზრდამ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე, გაჩეჩილაძემ უპასუხა, რომ გარკვეული წვლილი ამ ფაქტმაც იქონია, თუმცა მას გადამწყვეტი როლი არ უთამაშია.

"ნებისმიერი ლარის გაძვირება, რა თქმა უნდა, მოქმედებს მის კურსზეც, სებ-ის ნაბიჯებმაც იმოქმედა, თუმცა, არამგონია ეს გადამწყვეტი ყოფილიყო" - განაცხადა გაჩეჩილაძემ.