მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე ხელფასის ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარს

5eb2795b72ad1
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.20 12:52
1859
საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC) აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ გადაწყვიტა, საკუთარი წვლილი შეიტანოს COVID-19-ის ნეგატიური გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად  და ხელფასის 50%-ს საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიღებს.

როგორც ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, "საქართველოს ბანკის" აღმასრულებელი მენეჯმენტიც თანახმაა, მათი ხელფასებიც 20%-ით შემცირდეს მიმდინარე წლის განმავლობაში. გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის 1 მარტიდან შევიდა.

როგორც საქართველოს ბანკის ჯგუფის ოფიციალურ რელიზში წერია,  ჯგუფის აქციებზე ფასების შემცირებამ, რაც COVID-19-ის გავლენით არის გამოწვეული, წელს აღმასრულებელი მენეჯმენტის ანაზღაურების, დაახლოებით, 40%-ით შემცირება გამოიწვია.