25.იანვარი.2016 12:49
საფინანსო სექტორი, ექსკლუზივი

არჩილ იაკობაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ მიზანი ნულოვანი დეფიციტი იყოს

არჩილ იაკობაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ  მიზანი ნულოვანი დეფიციტი იყოს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე ერთ-ერთი კანდიდატი არჩილ იაკობაშვილია. იაკობაშვილის კანდიდატურა ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა წარადგინა.
 
- თქვენ 2007 წლიდან ეროვნულ ბანკში მუშაობთ, მათ შორის გიორგი ქადაგიძის გუნდში, ეს ერთ-ერთი შემფერხებელი ფაქტორი ხომ არ იქნება?

- გააჩნია გადაწყვეტილების მიმღებები აქცენტს რაზე გააკეთებენ.

- საკუთარი თავი წარმოგიდგენიათ თუ არა გიორგი ქადაგიძის მემკვიდრედ, არა მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოში, არამედ თუნდაც პრეზიდენტის პოსტზე?

- ეს არის, რაც ჟურნალისტებს გაინტერესებთ. მემგონი ამის გამო მიიღო აღნიშნულმა პროცესმა ასეთი რეზონანსური ხასიათი თქვენს მონა მორჩილთან, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ კანდიდატობის კანდიდატია და ამ შეკითხვის დასმა, როგორც მინიმუმ ნაადრევი არის, რადგან გიორგი ქადაგიძის მიერ, თავისი ვადის საკმაოდ ღირსეულად დასრულების შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი უპატრონოდ ნამდვილად არ რჩება. ორი ვიცე-პრეზიდენტი ნადარაია და მესტვირიშვილი ყოველდღიურად ბანკში მუშაობენ. მეც მაინცდამაინც ვერ ვიტყვი, რომ გიორგი ქადაგიძის გუნდის წევრი ვარ, რადგან მე ბანკში მის მოსვლამდე ვმუშაობდი.

- გასულ კვირას ლარის კურსს ინტერვენციამ რატომ ვერ უშველა?

- რადგან ინტერვენცია მხოლოდ და მხოლოდ გამტარი ღონისძიება იყო. ინტერვენცია ამ ფუნდამენტურ მიზეზს ვერ წვდება, სტრუქტურულ პრობლემას სავალუტო ბაზარზე ვერ ჭრის. ინტერვენცია სავალუტო პრობლემას მხოლოდ გადაავადებს.

- როდესაც ფუნდამენტური პრობლემებია, რეზერვების ხარჯვას აზრი აქვს?

- მაგის გამო ვამბობ ზუსტად. მაინცდამაინც მომხრე არ ვარ.

- თუმცა, საბოლოო ჯამში გაყიდვას მაინც მხარს უჭერთ?

- მიზანშეწონილობა უნდა განისაზღვროს. ამ ეტაპზე ეს მოლოდინების გასანეიტრალებლად განხორციელდა. მომავალ კვირაში ვნახოთ. ნავთობის ფასმა ხუთშაბათ-პარასკევს მოიმატა და ამიტომაც, იმედი გვაქვს, რომ ამ ტალღის პირობებში კრიტიკული მაქსიმუმი 2.50-ის ზემოთ არ იქნება. ჩვენ ფისკალურ სისტემაში სტრუქტურული პრობლემები გვაქვს და აქ იმის ხაზგასმა, რომ წლიური დეფიციტი წლიურ ეროვნულ შემოსავალთან 3 პროცენტზე მეტი არ არის. მაასტრიხტის კრიტერიუმი დავაკმაყოფილეთო, ეს თვითკმაყოფილების გამომხატველია და მეტი აბსოლუტურად არაფერი. ჩვენი ქვეყნისათვის აუცილებელია, რომ მიზანი ნულოვანი დეფიციტი იყოს და პროფიციტს მივაღწიოთ.

ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ დამოუკიდებელი ზედამხედველი გვყავდეს. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხები გასცეს ისე, რომ მათ ვეღარ ზედამხედველობს, ამაში რისკები ჩნდება.

ყველაზე მთავარი პრიორიტეტული კომპონენტი მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს შორის სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე ზრუნვა უნდა იყოს და ნებისმიერი საბჭოს წევრობის კანდიდატმა თავის პროგრამაში ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად უნდა დაასახელოს. გამოვთქვამ ფრთხილ ოპტიმიზმს, რომ ის ინფრასტრუქტურა მართლაც შეიქმნება, რომელიც ელემენტარულად საჭიროა უცხოური კაპიტალის მისაღებად. როდესაც მეზობელი ქვეყნებიდან კაპიტალი გაედინება, ეს კაპიტალი ადგილს ეძებს და აქ მას შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს, რომ აქ ჩამოილექოს.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს კაპიტალი ზუსტად ჩვენთან დაილექოს და არა სხვაგან?

- შესაბამისი კანონმდებლობა, ბანკების ნაკლები დერეგულაცია, საინვესტიციო კომპანიები, ფინქციონირებადი ბირჟა და რაც მთავარია, ბიზნეს სუბიექტების მზად ყოფნა იმაზე, რომ ე.წ. გაყინული წილების მეურნეობაზე თქვან უარი და თავიანთი წილების ბაზრზე გასატანად უფრო მეტად იყვნენ მზად.

18.მაისი.2019 12:52
118

"ნექსია თიეი": „III და IV კატეგორიის საწარმოებს 1 ოქტომბრამდე პირველად უწევთ ფინანსური ანგარიშგების შედგენა“ (ვიდეო)

ვრცლად
18.მაისი.2019 12:11
117

“ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს”

ვრცლად
18.მაისი.2019 11:18
560

„ადრე თუ გვიან, ბიუჯეტი სრულფასოვანი საყოველთაო დაზღვევის მომსახურებას ვერ შეძლებს“

ვრცლად
17.მაისი.2019 18:30
201

"საქართველოს ბანკმა" თანამშრომლებისთვის Facebook–ის პლატფორმა Workplace-ი შეიძინა

ვრცლად
17.მაისი.2019 17:35
275

"ეროვნულ ბანკს სერიოზული პრობლემები აქვს, ფაქტობრივად სებ-ის შესახებ კანონი არ გვაქვს"

ვრცლად
16.მაისი.2019 19:10
575

"თიბისი კაპიტალმა" საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევა განაახლა - რას აჩვენებს მონაცემები?

ვრცლად