23.იანვარი .2021 16:32

არჩილ მამათელაშვილი: ვფიქრობ, „ენერგო პროსა“ და სახელმწიფოს შორის შეთანხმება შედგება

არჩილ მამათელაშვილი: ვფიქრობ, „ენერგო პროსა“ და სახელმწიფოს შორის შეთანხმება შედგება
views 697
უკან

საქართველოს უმსხვილესმა ენერგოგამანაწილებელმა კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” შესაძლოა გაყოფის შემდეგ საკუთარი 1.2 მილიონი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე უარი თქვას. BMG-ის ეს ინფორმაცია დაუდასტურეს როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიაში”, ასევე სამთავრობო უწყებებში, რომლებიც კომპანიასთან მოლაპარაკებებს მართავენ. საქმე იმაშია, რომ ელექტროენერგიის ბაზარზე რამდენიმე წელია რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს. საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით, ბაზრის ლიბერალიზაციის ვალდებულება აიღო. ახალ წესებზე გადასვლა გულისხმობს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს გამანაწილებელი ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესი.

დღეს ამ ორივე ფუნქციას “ენერგო-პრო ჯორჯია” და “თელასი” ასრულებენ, ახალი მოდელის მიხედვით კი მათ ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესებად გაყოფა ესაჭიროებათ. გაყოფის შემდეგ შესაძლებელი გახდება, რომ ბაზარზე გამოჩნდნენ სხვა მიმწოდებლებიც, რომლებიც “თელასის” თუ “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელის მეშვეობით მომხმარებლებს ელექტროენერგიას მიაწვდიან. ახალი ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც ელექტროენერგიის განაწილების ქსელის ფლობის და დენის მიწოდების ბიზნესები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.ძალაში იანვრიდან უნდა შესულიყო, მაგრამ 2021 წლის 1 ივლისამდე გადაიწია ვადა.

ეკონომისტი არჩილ მამათელაშვილი იმედოვნებს, რომ მთავრობასა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შორის შეთანხმება შედგება, მაგრამ რომც ვერ შედგეს, ალბათობა იმისა, რომ დასავლეთ საქართველოს და კახეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩეს, ფაქტობრივად, არ არსებობს.

„შესაძლოა, ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესი „ენერგო პროსთვის“ მომგებიანი მიმართულება არაა, რადგან მკაცრად რეგულირებული ბიზნესია და დიდია „სოციალური ზეწოლა“, რომ ტარიფები იყოს დაბალი; ასევე, ცალკე რისკს წარმოადგენს ლარის კურსის გაუფასურება, რაც ელექტროენერგიის იმპორტის დროს კომპანიისთვის დამატებითი დისკომფორტი და ისეთ ხარჯებს წარმოქმნის, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებს. ასევე, ცნობილია, რომ გარკვეული პრობლემები აქვს „ენერგო პრო ჯორჯიას“ სვანეთში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების კუთხით“, - აღნიშნა მან.

ამდენად, bm.ge-ისთან ინტერვიუში ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აღებული ვალდებულების 1 ივლისამდე გადავადება შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ თუ „ენერგო პრო ჯორჯია“ არ აპირებს ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესი ისევ გააგრძელოს და შესაბამისად, აქტივის გაყიდვას გეგმავს, ახლა კი, ამისთვის ცუდი პერიოდია და დრო სჭირდება.

„ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ გენერაციის და დისტრიბუციის კომპანიები საერთო მფლოფელობაში არ უნდა იყოს და უნდა გაიყოს. ეს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ მარტივი გასაკეთებელი არაა. გასაგებია, რომ ეს მოთხოვნა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ნაწილია, მაგრამ როცა „ენერგო პრომ“ შეიძინა ორივე აქტივი - გენერაციაც და დისტრიბუციაც, მაშინ სხვა წესები მუშაობდა და ეს იყო ბიზნესის დაწყების ფაქტორი; ახლა კი, როცა ახალი რეფორმა მიდის და პარალელურად მთელ მსოფლიოში პანდემია და ეკონომიკური კრიზისია, რთულია, კომპანიამ აქტივი ისეთ ფასად გასხვისოს, რომელიც მისთვის მისაღებია, რათა ფინანსურად არ იზარალოს. შესაბამისად, გაყოფის ვალდებულების 1 ივლისამდე გადავადება ამით აიხსნება. თუმცა მე მაინც მგონია, რომ შეთანხმება სახელმწიფოსა და „ენერგო პროს“ შორის შედგება. არაა გამორიცხული, მთავრობა დაეხმაროს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრების ფორმის ისე შეცვლაში, რომ ევროდირექტივა შესრულდეს ან თუნდაც სთხოვოს ევროგაერთიანებას კიდევ გადაუწიოს ვადა ვალდებულების, ალბათ ასეც იქნება“, - განმარტავას არჩილ მამათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა