საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის ზრდაზე. ამის შესახებ მან სებ-ის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია, რომელიც ინფლაციის პროგნოზის შესაბამისად იცვლება. მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების და მისი გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად, მცირდება საზოგადოებრივი დანახარჯიც ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების დახვეწასა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის ზრდაზე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში, ისევე როგორც ღია ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნებში, გარდაუვალია ეგზოგენური (მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი) შოკები, რომელთა გავლენითაც შესაძლებელია, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს.
მონეტარული პოლიტიკა მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ, ცენტრალური ბანკები, ძირითადად, მოთხოვნის შოკებზე რეაგირებენ, რადგან მიწოდების შოკებზე (მაგალითად აქციზის გადასახადის, გლობალურ ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასებისა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა) პირდაპირი რეაგირება ეკონომიკისთვის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და მაკროეკონომიკურ მერყეობას იწვევს, რაც საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის მიღწევას უფრო ხარჯიანს ხდის“ - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი