"მაღალი დოლარიზაცია, მათ შორის სახელმწიფო ვალში, არის ერთ-ერთი დიდი რისკი", - ასე უპასუხა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის კითხვას, რომელიც ლარის კურსის რყევებიდან გამომდინარე სახელმწიფო ვალის კუთხით არსებულ რისკებს შეეხებოდა, რადგან როგორც ცნობილია, საქართველოს ვალის უდიდესი ნაწილი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული.
„ერთ-ერთი მთავარი რისკი, რაც სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით გვაქვს, ეს არის ლარის გაუფასურების რისკი. ეს აღნიშნულია ყველგან, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. თქვენ ალბათ ამაზე საუბარი მაინცდამაინც არ გენდომებათ, მაგრამ რა იქნება თქვენი პროგნოზი მომავალ წელს?“ - ჰკითხა კოვზანაძემ მესტვირიშვილს, რომელმაც თავის მხრივ თქვა, რომ დაგეგმილია კარგი და სწორი ნაბიჯები, რაც დოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
„ზოგადად, მაღალი დოლარზაცია არის რისკი, ამიტომ სტრატეგიაა ვალში უცხოური ვალუტის წილის შემცირება. დაგეგმილია, რომ 500 მლნ დოლარის ევრობონდი დაიფაროს და გაიზარდოს ეროვნული ვალუტით საგარეო ვალის წილი, ეს არის მისასალმებელი ნაბიჯი და საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში რისკებს აგვაცილებს“, - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.
რაც შეეხება გაცვლით კურსს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს დოლართან მიმართებაში აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც მოკლევადიან პროგნოზირებას არ ექვემდებარება.
„ყოველთვის, ლარის კურსის კარგი პროგნოზი არის მიმდინარე კურსი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნომინალურ ეფექტურ კურსს, რომელსაც წინა პერიოდებში ჰქონდა გამყარების ტენდენცია, დავუბრუნდებით, მაგრამ კონკრეტულად ერთი ვალუტის, დოლარის მიმართ ამას რა გავლენა ექნება, ეს რთული სათქმელია და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეიცვლება სხვადასხვა ვალუტები დოლარის მიმართ, მათ შორის თვითონ დოლარის ინდექსი როგორ მოიქცევა“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა