16.სექტემბერი .2019 14:48

არჩილ მესტვირიშვილი: შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება

views 249
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ინტერნეტ სივრცეში სებ-ის საქმიანობის შესახებ გავრცელებული სხვადასხვა პროპაგანდისტული გვერდის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მესტვირიშვილის თქმით, ის სიცრუეში შემყვანი გვერდების საქმიანობაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა შეუძლია თქვას, რომ სებ-ის დასუსტება შესაძლოა, მრავალი მხარის ინტერესში შედიოდეს:

"ეროვნულ ბანკს აქვს კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები; ეს ეფუძნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ფუნქციების და მოვალეობების ფარგლებში. დასპონსორებულ გვერდებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება. მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს", - ამბობს მესტვირიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა