მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ მესტვირიშვილი: წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ ველოდებით

601bc36598e5f
შოთა ტყეშელაშვილი
04.02.21 22:20
910
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ სებ-ი წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ ელოდება.

სებ-ის შეფასებით, წელს განაკვეთის შემცირებაზე უფრო რეალისტური მისი დამატებითი გაზრდაა.

გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კრიზისული ვითარების ფონზე ამ ეტაპზე რეფინანსირების შემცირება არ არის ნავარაუდევი.

“მთლიანობაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წელს ჩვენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას არ ველოდებით. თუმცა, თუ უფრო სხვა მიმართულებით განვითარდა მოვლენები არც გამკაცრებას გამოვრიცხავთ.

ჩვენ გვაქვს უფრო პესიმისტური სცენარიც, რომ პანდემია უფრო გრძელვადიანი იქნება. ტურიზმის აღდგენაც უფრო ნაკლები იქნება, ასევე რეგიონის ქვეყნებშიც ეკონომიკური ვითარების გაუარესება იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ამ სცენარის შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1% იქნება მიმდინარე წელს. ძირითად სცენარში კი ჩვენ გვაქვს 4%-იანი ზრდა,”- ამბობს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველოში 8%-იანი რეფინანსირების განაკვეთი 2020 წლის 5 მაისიდან არის მოქმედი, მას შემდეგ მონეტარული პოლიტიკის ოთხ სხდომაზე მისი უცვლელად შენარჩუნება გადაწყდა.